კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში ბოსტნეულის ბაზარი გაქურდეს

24 ოქტომბერს ღამით, თელავში, ბოსტნეულის ბაზარი გაქურდეს.

თელავის ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ბოსტნეულის ბაზრის მოვაჭრეებს, დილით, პროდუქციის ნაწილი მოპარული, ნაწილი, კი გაფუჭებული დახვდათ. მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ ბაზარში, ბოსტნეულის წასაღებად, ღამით შევიდნენ.

“ღამით არის წაღებული, ჩვენ გვიანობამდე ვიყავით. ბოსტნეულს აქ ვინახავთ. ყოველდღიურად სახლში წაღება და დილით მოტანა, ძნელია. ცოდოები ხომ ვართ, დღე და ღამ აქ ვართ, ორი კაპიკის საშოვნელად. ტომრებით არის გატანილი, რასაც ვერ მოერივნენ, ძირს დაუყრიათ და გაუფუჭებიათ. ამხელა ზარალი მოგვაყენეს, ვინ აგვინაზღაურებს?”, – განაცხადა რადიო ჰერეთთან, ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ნაირა მაგამედოვამ.

ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ბოსტნეულის ბაზარი, კერძო პირს ეკუთვნის, რომელსაც ბოსტნეულის გამყიდველები, ყოველდღიურ ქირას უხდიან. ბაზრის მფლობელმა, მოვაჭრეების მოთხოვნის მიუხედავად, დარაჯი არ დაიქირავა. მომხდარ ფაქტზე, მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

შემთხვევის ადგილზე, თელავის პილიციის სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, დაიწყო თუ არა გამოძიება, ბოსტნეულის ქურდობის ფაქტზე.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, პროდუქცია ბაზრიდან, არასრულწლოვნებმა წაიღეს, რომლებსაც ტერიტორიიდან დაშორებით, უფროსი ასაკის ადამიანები, ტაქსით ელოდებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button