მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოფელ ჭალადიდში, პოლიციის განყოფილებაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, პოლიციის განყოფილებაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი.
ირკვევა,რომ მომხდარში მონაწილე ორივე პირი ერთი სოფლის მკვიდრია. ისინი მეზობლები იყვნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
“ორივე ერთ სოფელში ცხოვრობდა,ერთმანეთის მეზობლები იყვნენ. ერთად მუშაობდნენ.თვითონ დააწყებინა მასთან მუშაობა და აი, რა შედეგით დასრულდა. შუა დღეს უჩხუბიათ. საღამოს კი მკვლელი მივიდა განყოფილებაში და 14 ტყვია დაახალა. ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში ყოფილა. როგორც ვიცით უკვე ჩაბარდა პოლიციას”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ამ წუთებში პოლიციის შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button