მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 161 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 161 ბავშვი დაიღუპა და 264 დაშავდა. 4 აპრილის დილის განახლებულ ინფორმაციას უკრაინის პროკურტურა ვარცელებს.

უწყების ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება. მათგან 83 მთლიანად განადგურებულია.

ოფიციალური მონაცემებით, ბავშვებში ყველაზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა კიევში, დონცეკსა და ხარკოვში. მონაცემები ასე გამოიყურება:

✔კიევი – 75

✔დონეცკი – 78

✔ხარკოვი – 59

✔ჩერნიგოვი – 49

✔ნიკოლაევი – 34

✔ლუგანსკი – 31

✔ზაპოროჟიე – 22

✔ხერსონი – 29

✔სტოლიცა- 16

✔სუმი – 16

✔ჟიტომირი – 15

პროკურატურა აცხადებს, რომ მონაცემები არაა საბოლოო, რადგან ამ დრომდე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ამასთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მედია ხარკოვის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედია წერს, რომ დაბომბვის შედეგად ათამდე საცხოვრებელი სახლი და ტროლეიბუსების სადგომი დაზიანდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ ტერნოპოლზე.

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების შვიდი შეტევა მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის ხუთი საჰაერო სამიზნე და აიძულეს რადიოკავშირის სისტემებით აღჭურვილი თვითმფრინავი, როსტოვში დაშვებულიყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button