მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ქართული ოცნების” თელავის შტაბში “ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციაში დაადანაშაულეს

“ქართული ოცნების” თელავის შტაბში “ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციაში დაადანაშაულეს.
საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შტაბის ხელმძღვანელმა, პლატონ კალმახელიძემ განმარტა, რომ ოპოზიციური პარტიის აგიტატორებმა ცესკოს ოფიციალური გვერდიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიები ამოიღეს და თელავის სხვადასხვა ქუჩის მაცხოვრებლების ჭიშკარზე განათავსეს.

კალმახელიძე თვლის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიზანს, მმართველი პარტიის დიკრედიტაცია წარმოადგენს.

კალმახელიძის ბრიფინგს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა უპასუხა.
გიორგი ბოტკოველმა ქართული ოცნების თელავის შტაბის ხელმძღვანელის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებას აბსურდი უწოდა.

მისი მტკიცებით, მმართველი პარტია შანტაჟით ცდილობს არჩევნების მეორე ტურის მოგებას და თავს არიდებს პირისპირ პოლემიკას. ამის მტკიცებულებად, მან

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ლევან ანდრიაშვილის მიერ, დებატებში მონაწილეობის მიღებაზე უარი დაასახელა.

30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, თელავის მერის თანამდებობის დასაკავებლად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების კანდიდატები იბრძო

მსგავსი პოსტები

Back to top button