მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელმა სამხედროებმა მიკოლაევის ოლქი რუსი ოკუპანტებისგან სრულად გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა მიკოლაევის ოლქი სნიჰურივკას დასახლება რუსი ოკუპანტებისგან სრულად გაათავისუფლეს. ინფორმაციას რადას სახალხო დეპუტატი რომან კოსტენკო ავრცელებს, რომელიც ოლქის ერთ-ერთ ქალაქში იმყოფება.
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიკოლაევის ოლქი მტრებისგან სრულად არის გათავისუფლებული. ახლა ჩვენი სამხედროები გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას”, – თქვა დეპუტატმა.

როგორც კოსტენკომ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინელი სამხედროები მიკოლაევის გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.

“სნიჰურივკა არის უკრაინა.”- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
სნიჰურივკას უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშ გადასვლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხერსონისკენ წინსვლის შესაძლებლობას აძლევს.

სნიჰურივკა მდებარეობს მიკოლაევის რეგიონში, ხერსონიდან დაახლოებით 50 კილომეტრში. აგვისტოში, მას შემდეგ, რაც ქალაქი და რეგიონის რამდენიმე სხვა დასახლება რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ გადავიდა, ეს ტერიტორია ადმინისტრაციულად “შეუერთეს” ხერსონის ოლქს, რათა შემდგომში რუსეთის მიერ ანექსია გაფორმებულიყო.

ერთი დღით ადრე რუსეთის ხელისუფლებამ ოკუპირებული ხერსონის ტერიტორიიდან სამხედროების გაყვანის შესახებ განაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button