მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაც განახორციელებს

საქართველოში გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings შემოდის. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ავიაკომპანია თავდაპირველად თბილისი-დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებით იფრენს.

“სასიხარულოა, რომ ჩვენ არათუ გვიბრუნდება ძველი ავიაგადამზიდავი კომპანიები, არამედ ახალი მონაწილეებიც გვემატება. Eurowings-მა ოფიციალურად გამოთქვა სურვილი და მიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რომ ზაფხულის პერიოდში, პირველ რიგში, თბილისი-დიუსელდორფი-თბილისის ფრენებს დაიწყებს, შემდგომში კი არეალს გააფართოვებს”, – თქვა მინისტრმა.

ავიკომპანია ფრენებს 21 ივლისიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში 2 სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება

მსგავსი პოსტები

Back to top button