მნიშვნელოვანიმსოფლიო
იტალიის სანაპიროსთან 7 მიგრანტის გვამი იპოვეს

რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ იტალიის სანაპიროსთან 7 მიგრანტის, მათ შორის ერთი ბავშვის გვამი იპოვეს.
ლიბიიდან წასული გემი კუნძულ ლამპედუსასთან 7 ოქტომბერს ჩაიძირა.
მაშველებმა იმავე დღეს წყლიდან 13 ქალის ცხედარი ამოიყვანეს.
ცნობილია, რომ გემზე მყოფ მიგრანტებს სამაშველო ჟილეტები არ ჰქონდათ.
დაღუპულთა სამძებრო სამუშაოები დღეს განახლდება. მაშველები კიდევ 5 ადამიანს ეძებენ.