რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურჩაში 12 პირი დააკავეს

წინასწარი ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ხურჩაში 12 პირი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანებიც. ისინი, სავარაუდოდ, გალის ე.წ. იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავების ფაქტს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, დეტალები ზუსტდება.