მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის 36 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი სანქციებს უწესებს დიდი ბრიტანეთის 36 მოქალაქეს, მათ შორის – მთავრობის წევრებს, ძალოვანი და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ასევე ჟურნალისტებს.

BBC-ის ინფორმაციით, სანქცირებულ პირებს შორის არიან გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წევრები, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

„ეს ნაბიჯი უკავშირდება „ბრიტანეთის მთავრობის ანტირუსულ კურსს, რომელიც აგრძელებს პერსონალური სანქციების მექანიზმის აქტიურ გამოყენებას და ინტენსიურ პროპაგანდისტულ კამპანიას ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციისა და საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაციისთვის“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

განცხადებაში არ არის ნახსენები, ვინ შევიდა რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების სიაში.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვმა გამოაცხადა, რომ სანქციები დაუწესა ბრიტანეთის ასობით მოქალაქეს ომთან დაკავშირებით ლონდონის პოზიციის საპასუხოდ. მათ შორის არიან ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატები სრული შემადგენლობით, ასევე მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრები, პოლიტიკოსები, სამხედროები და ბრიტანეთის წამყვანი მედიაორგანიზაციების ჟურნალისტები.

მსგავსი პოსტები

Back to top button