გოგოჭური ევროპის ჩემპიონია!

ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა, ქართველმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა.

აღნიშნულ ტურნირში, რომელსაც პორტუგალიურმა ოდიველაშმა უმასპინძლა, მხედველობადაქვეითებული ძიუდოისტები მონაწილეობდნენ.

გოგოჭურმა ძალები ტრადიციულად 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოსინჯა და პირველობა არავის დაუთმო. ზვიადმა ნახევარფინალში ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსან სამუელ ინგრამს სძლია, ფინალში კი პირველი განთესვის მქონე უკრაინელ ალექსანდრ ნაზარენკოს აჯობა.

ამ გამარჯვების წყალობით, გოგოჭურმა 2016 წლის რიოს პარალიმპიადაზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა. აღსანიშნავია, რომ 66 კგ-მდე კატეგორიაში ვერცხლის მედალი დავით ხორავამ მოიპოვა, თუმცა ის უკრაინის სახელით ასპარეზობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button