“გადავარჩინოთ მედია კაფე” – აქცია თელავში [Audio]

“გადავარჩინოთ მედია კაფე” – ამ ლოზუნგით თელავის ცენტრში გაზეთ “კახეთის ხმის” მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციაში მონაწილეობა რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს. მთავარი მოთხოვნა თელავში მედია კაფეს ფუნქციონირების შენარჩუნებაა, სადაც გაზეთის რედაქციაც არის განთავსებული.

მოგვიანებით აქციის მონაწილეები თელავის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და უახლოეს დღეებში საჯარო დისკუსიის მოწყობა გადაწყდა.

მედია კაფე თელავის სამხატვრო სკოლის სარდაფში 4 წელია ფუნქციონირებს და იჯარის ხელშეკრულების ვადა ეწურება.

მერიაში თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ არსებული ფართი სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზის მოსაწყობად არის საჭირო.

მსგავსი პოსტები

Back to top button