კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ნიკა მელია კრიმინალია“-ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ნიკა მელია კრიმინალია“- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს.

“დღეს ჩვენ გავხდით იმის მომსწრე, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი და ძლიერი სახელმწიფო. გვყავს ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მე მინდა მას და მთელს პოლიციას საჯაროდ მადლობა გადავუხადო მთავრობის სახელით. ვამაყობ თქვენით!

ნიკა მელია კრიმინალია, სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი და სასამართლომ დაადგინა, რომ ის კრიმინალია. ის საქმე, რისთვისაც ნიკა მელია დააკავა პოლიციამ, უკავშირდება სწორედ პარლამენტის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან დაგეგმა და ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ. ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონის აღსრულებას. გამოყენებულ მეთოდებს რაც შეეხება, ეს არის აბსოლუტურად დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი. დღეს ჩვენმა პოლიციამ უმაღლესი სტანდარტი აჩვენა,” განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსებნებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მოისმინეთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

 

მსგავსი პოსტები

Back to top button