ფარცხალაძის ადვოკატები მასალების გაასაჯაროებას აანონსებენ

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები პრესკონფერენციის გამართვას ხვალისთვის გეგმავენ.

როგორც ფარცხალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ პრესკონფერენციაზე ისაუბრენ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე.

„ჩვენ, ნებისმიერ დროს მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. ხვალ გავმართავთ პრესკონფერენციას, ვისაუბრებთ დეტალებზე. ამ ქმედების ინიციატორი არ ყოფილა ოთარ ფარცხალაძე, უფრო პროვოცირებასთან გაქვს საქმე“, – აღნიშნა ფარცხალაძის ადვოკატმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button