სიახლეები

სამეზობლო აგროგილდია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში “სამეზობლო აგროგილდიის” შეთანხმების სიმბოლური ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა სომხეთიდან და უკრაინიდან, რომლებიც ბრიტანელი ექსპერტის ხელმძღვანელობით საქართველოში აგრომედიატურსა და აგროჟურნალისტურ ტრენინგში იღებენ მონაწილეობას.

როგორც საერთაშორისო ტრენერმა, ბრიტანელმა აგროჟურნალისტმა ჰეზერ ბრიგსმა განაცხადა, ტრენინგის ფარგლებში მან სოფლისმეურნების მიმართულებით მომუშავე ქართველ და სომეხ ჟურნალისტებთან უნდა იმუშაოს.

“სამეზობლო აგროგილდია” მიზნად ისახავს მეზობელი ქვეყნების (სომხეთი, უკრაინა, ბელორუსი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) იმ აქტორთა გაერთიანებას, რომლებიც ამ ქვეყნებში მუშაობენ სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სექტორში, როგორიცაა: მედია, საგანმანათლებლო დაწესებულებები, აგრო ბიზნესი, საშუალო და წვრილი ფერმერები, ადგილობრივი მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ შექმნას კოორდინაციის, ადვოკატირებისა და კომუნიკაციის საერთო სივრცე დარგის განვითარებისა და თანამშომლობისთვის.

აგროჟურნალისტიკაში მედიატურისა და ტრენინგის ორგანიზატორები არიან: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU); ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC); მაუწყებელთა ალიანსი (AB); სომხეთის მედიის ინიციატივების ცენტრი (MIC).

მსგავსი პოსტები

Back to top button