მნიშვნელოვანისიახლეები

ეუთო-ს მინისტერიალს სადაც ლავროვიც მონაწილეობს საქართველოც დაესწრება

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეუთოს ფორმატი და სხვა ფორმატებიც უნდა გამოიყენებოდეს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ასე გამოეხმაურა იგი პარლამენტში მისთვის მედიის მიერ დასმულ კითხვას, უნდა მიიღოს თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრაში, რომელსაც უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები ბოიკოტს უცხადებენ, რუსეთის საგარეო საქმე მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო.
ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება ეუთო-ს სამიტს და მიიჩნევს, რომ “ნებისმიერი ფორმატი უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად”.

მისივე განცხადებით საქართველო ეუთოს წევრი ქვეყანაა, გარდა ამისა, სკოპიეში სამიტს დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი.

„გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ფორმატი უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მინიმუმ გაუგებარი იქნება ასეთი რამ. ეუთო არის ის ფორმატი, სადაც განიხილება, პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხები და მუდმივ რეჟიმში ჩვენი მხრიდან ეს ფორმატი გამოიყენება იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე. მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში მონაწილეობაზე უარისკენ მოუწოდა ოპოზიციურმა პარტია “ლელომ”.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე “ლელოს” წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, მიბაძოს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის გადაწყვეტილებას და ბოიკოტი გამოუცხადოს სხდომას. ამასთან, პოლიტიკოსმა თქვა, რომ თუ ილია დარჩიაშვილი დაესწრება ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს, უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიო ანტირუსული გზავნილები და გამოხატოს ბოიკოტი რუსეთის წინააღმდეგ, რაც შეიძლება სხდომის დატოვებაში გამოიხატოს.

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ქვეყნები ბოიკოტს გამოუცხადებენ სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრას, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაესწრება.

სკოპიეში 30 ნოემბერს იწყება ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომა. ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც ლავროვი ჩავა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

ეუთოს წინა მინისტერიალზე, რომელიც 2022 წელს პოლონეთში ჩატარდა, ვარშავამ უარი თქვა ქვეყანაში ლავროვის შეშვებაზე
შეგახსენებთ ეუთო-ს მინისტერიალზე, რომელიც სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე გაიმართება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთო-ს სამიტზე დასასწრებად ჩრდილოეთ მაკედონიამ მიიწვია, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანაა. სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის გადაკვეთის ნებართვა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა.

ლავროვის დასწრების გამო, ბალტიის ქვეყნებმა სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც “ღრმად წუხან გადაწყვეტილების გამო”, რომლის მიხედვითაც, სკოპიეში, ეუთოს-მინისტრთა საბჭოს 30-ე სესიაში სერგეი ლავროვი იღებს მონაწილეობას.

სამიტში არ მონაწილეობას არც უკრაინა.

ილია დარჩიაშვილი სავარაუდოდ დაესწრება სამიტს სადაც ლავროვიც იღებს მონაწილეობას

ლელო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ერთად, მინისტერიალში მონაწილეობაზე უარი თქვას. ამის შესახებ პარტიის წევრმა, გრიგოლ გეგელიამ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ასევე, მოუწოდებენ დარჩიაშვილს, დაუყოვნებლივ ამცნოს საზოგადოებას, აპირებს თუ არა სხდომაზე დასწრებას.

“მაშინ, როცა რუსული ოკუპაციის გამოცდილების მქონე ცივილიზებული სახელმწიფოები მკაფიო პოზიციას აფიქსირებენ, ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი დარჩიაშვილი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო რეპუტაციის სპობას.

ეს ხელისუფლება არც ერთხელ არ ყოფილა კიევში, არც უშუალოდ ომამდე და არც ომის განმავლობაში, მაგრამ კარგად გვახსოვს, როგორ ვახშმობდა პუტინთან ერთად ჩინეთში მყოფი ვიცე პრემიერმინისტრი სულ ცოტა ხნის წინ. დღეს იგივე ხელისუფლება აპირებს, დაესწროს მინისტერიალს, სადაც წარმოდგენილი იქნება გინტურის მკვლელი, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპანტი, ქართველთმოძულე ლავროვი.

კატეგორიულად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიბაძონ ჩვენი ღირსეული პარტნიორების მაგალითს და უარი განაცხადონ ლავროვთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობაზე. ოკუპანტ ლავროვთან ერთად ჯდომა ღირსების შემლახველია”, – განაცხადა გეგელიამ.

ლავროვის დასწრების გამო, ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ ეუთო-ს სამიტში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button