მნიშვნელოვანისიახლეები

უწყვეტი პროტესტის 109-ე დღე -რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.

უკვე 109-ე დღეა დედაქალაქში საპროტესტო აქციები უწყვეტად იმართება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

პარალელურად, როგორც ცნობილია, მასშტაბური საპროტესტო აქცია არის დაანონსებული 31 მარტს.

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.

მოქალაქეებმა მანამდე, ბათუმის უნივერსიტეტის შენობასთან შეიკრიბნენ და ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, ასევე სოლიდარობას უცხადებენ, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button