პანკისში 22 წლის ახალგაზრდა კლდიდან გადავარდა

წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მოხდა პანკისში.
22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი კლდიდან გადავარდა. იგი სამაშველო ვეტმფრენმა ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტი უკვე გონზე მოვიდა და მას შემდგომი მკურნლობა უკვე თბილისში ჩაუტარდება.
დაშავებულს ვეტმფრენით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანენ.