“ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი თავი“ – მამუკა ხაზარაძე

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ფრაქცია “ლელო -პარტნიორობა საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სხდომის ჩაშლით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანა არ იმართება დემოკრატიული სტანდარტებით.
“ბანერი, რომელიც დღეს ჟურნალისტებმა გადმოფინეს პარლამენტში, გახდა მიზეზი სხდომის გაჩერების. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ ქვეყანაში, ამ პარლამენტში ეშინიათ თავისუფალი სიტყვის, პოლიტიკური განცხადებების და მწვავე კითხვების მოსმენის”- თქვა ხაზარაძემ.
“ჩამოქცეული, დანგრეული, გაუქმებული, ქართული სახელმწიფო, აი ეს ვნახეთ დღეს ჩვენ”,- ასე აფასებს ჩაშლილ სხდომას პარტიის კიდევ ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე, შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა იმის გამო რომ მედიის წარმომადგენლებს გამოფენილი ჰქონდათ ბანერები, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ სხდომა ჩაშალა.