მნიშვნელოვანირეგიონი

18 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე 22 წლის კაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 26 წლის მარიამ გამტკიცულეშვილის მკვლელობის საქმეზე 22 წლის კაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.ეს გადაწყვეტილება მოსამართლე მამუკა წიკლაურმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცახა.
პროცესზე დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ სახელმწიფო ბრალდებამ წარდგენილო მტკიცებულებების საფუძველზე მოითხივა დაკავებულის დამნაშავედ ცნობა,რაც მოსამართლე გაითვალისიწინა და თორნიკე გამხვეტელაშვილი დამანაშავედ სცნო.მას სასჯელის სახით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვარა.

საქმე ეხება,თელავში ალაზნის გამზირზე გასული წლის 9 ოქტომბერს მომხდარ მკვლელობას. 26 წლის ქალი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კაცმა წლინახევარის შვილის თანდასწრებით ნაქირავებ ბინაში მოკლა. მას სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში მიაყენა.
სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით მიმდინარეობდა რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button