,,ბიძინა ივანიშვილს ეშინია რუსეთის „ქართული ოცნება“ რუსეთს ყველა მიმართულებით დაემორჩილა,,-პრეზიდენტი

ბიძინა ივანიშვილს ეშინია რუსეთის, მაგრამ ეს არ არის, არც ქვეყნის, არც საზოგადოების პრობლემა და არც ამ არჩევნების პრობლემა , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთს ყველა მიმართულებით დაემორჩილა, რუსეთმა საპასუხოდ არაფერი გაუკეთა – „ჩაუკეტეს აფხაზეთისა და ოსეთის თემა“.
მისივე განმარტებით, ქვეყნის გაერთიანების საკითხი უნდა დადგეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება არის მყარი, რომელსაც აქვს ხალხის ნდობა.
“მასაც მგონი ძალიან ეშინია რუსეთის. კი დაემორჩილა ყველა მიმართულებით, რუსული კანონი და რაღაცები რაც სთხოვეს და როცა სთხოვეს გაუკეთა ყველაფერი, მაგრამ რეალურად იმათმა არაფერი გაუკეთეს. ჩაუკეტეს თემა აფხაზეთის და ოსეთის. ყველა რეჟიმი, რომელიც მთავრდება საქართველოში, რომელსაც აქვს პრობლემა, ცდილობს, რომ ამ თემით გაიცოცხლოს თავი, რაც არასწორია. ეს უნდა გაკეთდეს ნებისმიერი მცდელობა უნდა იყოს მაშინ, როცა არის მყარი ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხალხის ნდობა და ამ პირობებში შეიძლება იფიქრო რამე სტრატეგიაზე და ძირითადი სტრატეგია, ჩვენი გაერთიანების, არის ევროპაში, ევროკავშირში და ამ ასოცირებით მოვახდინოთ სწორედ ჩვენი ხალხის შეერთება. ახალ პერსპექტივაში, ახალ მოცემულობაში. მას ეშინია რუსეთის, მაგრამ ეს არ არის არც ქვეყნის პრობლემა, არც საზოგადოების, არც ამ არჩევნების. ჩვენ ჩვენი მომავალი უნდა გადავწყვიტოთ საღად, წყნარად, მშვიდობიანად და მას დავუტოვოთ თავისი შიშები და ოფოფები”, – თქვა პრეზიდენტმა.
“ნუ უსმენთ ასეთ რამეს – ეს ჩვენს ხელშია, წყნარად და მშვიდობიანად გადაწყდება ეს არჩევნები”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი TV “ფორმულას” ეთერში საუბრობს და ოლიგარქი ივანიშვილის გუშინდელ მუქარას ეხმაურება. ის საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართავს და კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათი ხმა ფარულია, მათი აქტიურობა კი გადამწყვეტი.
“თავისუფლების არასოდეს არ უნდა გეშინოდეს! ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა იქნება ფარული…
გუშინდელი მცდელობა ივანიშვილისა, რომ დააშინოს ხალხი, იმ პარტიის თუ ამ პარტიის, იმათი მხარდამჭერები თუ ამათი და ა.შ. მერე დავიჭერთ და არ ვიცი რას ვუზამთ, ამომრჩევლებზეც გადავიდა… ნუ უსმენთ ასეთ რამეს. ეს არის ჩვენს ხელში და ჩვენს ხელში წყნარად, მშვიდობიანად გადაწყდება ეს არჩევნები. მთავარია მობილიზაცია, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იცვლება ხელისუფლება სწორედ ამ ფორმით, თუკი მთელი მოსახლეობა მზად არის, გამოვიდეს და თავისი ხმა და ნება გამოხატოს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.