მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყების შემდეგ, 456 ბავშვი მოკლეს ოკუპანტებმა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 456 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 1 353-ზე მეტი.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში – 429

ხარკოვის ოლქში – 269

კიევის ოლქში – 117

ჩერნიგოვის ოლქში – 82

ლუგანსკის ოლქში – 65

მიკოლაევის ოლქში – 82

ხერსონის ოლქში – 83

ზაპოროჟიეს ოლქში – 84

ლასტროვის ოლქში – 64

დნეპროპეტროვსკის ოლქი – 34

ლასტროვის ოლქში – 68.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, დაიღუპა უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ.

იერმაკი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შვეიცარიაში, დავოსში.

“ჩვენ არ ვაპატიებთ არც ერთ წამებას ან სიცოცხლის წართმევას. თითოეული დამნაშავე აგებს პასუხს”, – თქვა ერმაკმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინას სურს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი, რათა რუსეთის პოლიტიური ლიდერები და სხვა პირები გაასამართლოს.\
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 3 126 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 337 სრულად განადგურდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button