გალფი და რადიო თბილისი ერთობლივ პროექტს იწყებენ

9 ნოემბრიდან “გალფი” და რადიო თბილისი ახალ გასართობ პროექტს – “რადიოკოდი” დაიწყებენ.
თუ გყავთ ავტომობილი, ყურადღებით უსმინე რადიო თბილისს დღის განმავლობაში დაიჭირე ოთხნიშნა კოდი და გაეშურე წამყვანის მიერ დასახელებულ “გალფის” სადგურზე დედაქალაქის მასშტაბით.
პროექტის პირობა მარტივია, ვინც პირველი მივა წამყვანის მიერ დასახელებულ “გალფის” სადგურზე და რადიოში მოსმენილ კოდს წარადგენს, დასაჩუქრდება 20 ლიტრი საწვავით გალფისგან.
ყველაფერი თქვენს ყურსა და მარიფათზეა დამოკიდებული, რაც მთავარია არავინ იცის სად იმალება რადიოკოდი. რადიო თბილისი FM93.5 მთელი დღის განმავლობაში მაღალ ხმაზე უნდა გქონდეთ ჩართული.
მაშ ასე, 9 ნოემბრიდან ჩართე რადიო თბილისი და ყურადღებით, მაღალ ხმაზე გვისმინე FM 93.5-ზე