რეგიონი

მოძრაობა “დროას” ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი წარწერის ფოტოს აქვეყნებს

მოძრაობა “დროას” ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი,სამოქალაქო აქტივისტი მარიამ სიჭინავა, ზუგდიდის მერიის შენობაზე გაკეთებული წარწერის ფოტოს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

იგი ამგვარად ეხმიანება “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ პროექტს “უცხოური გავლენის აგენტებზე”.

“ზუგდიდის მერიას იმაზე მეტი გრანტი აქვს აღებული, ვიდრე მე, ამ სამ წელში. არც აგენტად დავრეგისტრირდები და არც თქვენ გადაგიხდით ჯარიმას”, – წერს მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” შესახებ
“ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტის მხარდაჭერას მმართველ გუნდშიც გეგმავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button