მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 111 760 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 9 იანვრამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

➡ჯარისკაცი – დაახლოებით 111 760
​➡ტანკი – 3 080
➡ჯავშანტექნიკა – 6 147
➡საარტილერიო სისტემა – 2 069
➡სარაკეტო სისტემა – 434
➡საზენიტო საბრძოლო სისტემა – 217
➡თვითმფრინავები – 285
➡ვერტმფრენი – 275
➡ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 856
➡საკრუიზო რაკეტები – 723
➡საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 809
➡გემი/ნავი/კატარღა – 16
➡​სპეციალური აღჭურვილობა – 183

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button