გორის თეატრს უმაღლესი პრემია გადაეცა

გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრს უმაღლესი პრემია “საუკეთესო სპექტაკლი” (“გრან-პრი”) გადაეცა. გადაწყვეტილება თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმმა მიიღო.

სპექტაკლმა, რომელმაც პრიზი დაიმსახურა, ანტონ ჩეხოვის ნაწარმოების მიხედვით დადგმული – “ალუბლის ბაღია”.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის სოსო ნემსაძის ინიციატივით, “ალუბლის ბაღის” პრემიერა, გორში, გასული წლის დასაწყისში გაიმართა.

მანამდე, “ალუბლის ბაღის” დადგმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასმა 2006 წელს შეძლო. იმ პერიოდში სპექტაკლი, სწორედ, თუმანიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button