მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მოსახლეობის ევაკუაცია თბილისში, მუხრანის ქუჩიდან

თბილისში, მუხრანის ქუჩიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის მიერ მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ტერიტორიაზე გაზის მილი დაზიანდა, რის შედეგადაც ბუნებრივი აირის ძლიერი გაჟონვა დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, გაზის მილის დაზიანება მანქანის შეჯახებამ გამოიწვია.

შესაბამისმა სამსახურებმა დროულად მოახერხეს მილის გადაკეტვა, თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, უსაფრთხოების მიზნით, იქ მცხოვრებთა ევაკუაცია გადაწყდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button