მშიერი ტახები ფუკუშიმას უტევენ [Photo/Video]

იაპონიაში ასობით ტახმა ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის რადიაციულ ზონას შეუტია. დამშეული ცხოველები ფერმერებს ატერორებენ და რადიაციით დაბინძურებული მცენარეებით იკვებებიან. ამიტომ ადამიანები იძულებულნი არიან, რათა ისინი გაანადგურონ, – იუწყება გამოცემა Mirror.

ამჟამად პროვინციაში ტახის ხორცის საკვებად მოხმარებაზე აკრძალვა მოქმედებს. სამაგიეროდ ცხოველები ხალხის მიერ მიტოვებულ ზონაში თავს შესანიშნავად გრძნობენ, დაბინძურებულ საკვებს ეტანებიან და არაფრის ეშინიათ.
„მას შემდეგ, რაც ადამიანები წავიდნენ, ეკოსისტემა საგრძნობლად შეიცვალა. ტახები მთიდან ჩამოდიან და უკან დაბრუნებას არ აპირებენ. აქ მათ ბევრი საკვები აქვთ. ახლა ეს მათი სახლია“, – განაცხადა მონადირე შოიჩი საკამოტმა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 11 მარტს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 9,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. წყალქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია, რომელმაც „ფუკუშიმა-1-ის“ ატომური ელექტროსადგურის 4 ენერგობლოკი დატბორა. მაშინ სტიქიას 16 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო რადიაციის შედეგად დაბინძურებული რაიონებიდან 160 ათასი მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა.

[print_gllr id=55025]

მსგავსი პოსტები

Back to top button