28 ათასზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

წელს უმაღლეს სასწავლებლებში 28 053 სტუდენტი ისწავლის, მათ შორის, 10 ათასამდე სახელმწიფოს ფინანსებით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს საკუთარ ვებ-გვერდზე ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.

ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გამოცდების შედეგები დღეს ბრიფინგზე შეაჯამა.

მაია მიმინოშვილის თქმით, წელს 40 ათასი აბიტურიენტი იყო, თუმცა პირველად ეტაპზე ამ რაოდენობას გამოაკლდა ის მეთორმეტე კლასელები, რომლებმაც ატესტატი ვერ აიღეს. საბოლოოდ ჯამში , გამოცდებში მონალილეობას იღებდა 29 ათასამდე აბიტურიენტი. მათგან სტუდენტი გახდა 28 053 აბიტურიენტი.

მაია მიმინოშვილის განცხადებით, ყველაზე მეტად ადგილები შეივსო ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს საკუთარი მაღალი ბარიერი აქვს გამოცდებზე დაწესებული, ვიდრე გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენციის მინიმალური ზღვარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button