მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლიან

კახეთში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლიან. ღამით მოსულმა ძლიერმა სეტყვამ სამი, თელავის, საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტის რამდენიმე სოფელი დააზრალა.

სტიქიამ თითქმის ასი პროცენტით გაანადგურა დასაკრეფი ვენახები, ერთი და მრავალწლიანი ნარგავები.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავებიც.

ზარალის დამდგენი კომისიადაზარალებულ სოფლებში მუშაობს.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოშვილის განმარტებით, ყველა დაზარალებულს ინფრასტრიქტურული ზიანი სრულად ანაზღაურდება.

რაც შეეხება ვენახებისათვის მიყენებულ ზარალს, ამ საკითხზე, მთავრობამ უნდა იმსჯელოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button