პეკინში ჰაერის დაბინძურების გამო 180 ავიარეისი გადაიდო [Photo/Video]

პეკინის საერთაშორისო აეროპორტ შოუდუში ძლიერი სმოგის გამო 180-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო, – იუწყება ტელეარხი CCTV.
ჩინეთის დედაქალაქში PM 2.5 ნაწილაკების კონცენტრაციამ ჰაერში – ერთ კუბურ მეტრზე 313 მიკროგრამი შეადგინა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების დასაშვები დონე 25 მიკროგრამს არ უნდა აღემატებოდეს.
ამჟამად პეკინი თეთრი სმოგის რიდეშია გახვეული, რომლის გამოც გზებზე ხილვადობა თითქმის ნულოვანია.
რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ხელისუფლებამ 16-დან 20 დეკემბრამდე პეკინსა და კიდევ 22 ქალაქში ჰაერის დაბინძურების გამო საფრთხის უმაღლესი ე.წ. წითელი დონე გამოაცხადა.