კრიმინალიმნიშვნელოვანიმოზაიკამსოფლიო

ეშტონ კაჩერის ანაბეჭდები მოკლული ქალის საქმეში ფიგურირებს

41 წლის მსახიობი ეშტონ კაჩერი მოწმედ წარსდგა მაიკლ გარგიულოს საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე, რომელსაც ორი ქალის მკვლელობა ედება ბრალად. ერთ-ერთი მათგანი 22 წლის ეშლი ელერინია, რომელსაც სიკვდილამდე ცოტა ცნით ადრე, მსახიობთან პაემანი უნდა ჰქონოდა.

ეშტონ კაჩერი, რომელმაც ქალს სახლში მიაკითხა, ყვება, რომ კარზე აკაკუნებდა და სახელურიც ჩამოსწია, რადგან ოთახში შუქი ენთო, მაგრამ პასუხი არ ისმოდა.

,,კარზე ვაკაკუნებდი, პასუხი არ იყო, მაშინ ვიფიქრე, რომ მისვლა დავაგვიანე, ამის გამო გამიბრაზდა და უჩემოდ გავიდა სახლიდან”, – აღნიშნა კაჩერმა.

მსახიობმა მეორე დღეს, ტელევიზიით შეიტყო, რომ ქალი, რომელთანაც პაემანი უნდა ჰქონოდა, სახლში მოკლული იპოვეს – ,,შოკში ვიყავი” , – განაცხადა სასამართლოზე კაჩერმა და აღიარა, რომ მოკლული ქალის სახლის კარზე მისი თითის ანაბეჭდების არსებობამ აანერვიულა.

ეშლი ელერინი 2001 წლის 21 თებერვალს იქნა მოკლული. მის სახლში მეზობელი შეიჭრა, რომელმაც ქალს ცივი იარაღით 47 ჭრილობა მიაყენა.

მსგავსი პოსტები

Back to top button