ზვიად ქორიძე: პატიმრების დაკავშირება პოლიტიკასთან ჩემი პრეროგატივა არ არის

შეწყალების კომისიის მოქმედი თავმჯდომარე, ყოფილის მოსაზრებებს ადასტურებს.

ზვიად ქორიძე, რადიო თბილისთან დეტალებზე საუბრობს. ქორიძე აცხადებს, რომ მასთან ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მესიჯები არ ყოფილა, თუმცა აქვს კონკრეტული ინფორმაცია ყოფილი თავმჯდომარისგან ალეკო ელისაშვილისგან.

ზვიად ქორიძე არ აკონკრეტებს არც მსჯავრდებულების და არც მაღალჩინოსნების ვინაობას.

“მსჯავრდებულების დაკავშირება პოლიტიკურ პროცესებთან ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, რომ  რაიმე კონკრეტული დანაშაული დააკავშიროს პოლიტუკურ კონტექსტთან და თქვას, რომ აქ არის უფრო მეტი პოლიტიკური კონტექსტი, ვიდრე სისხლის სამართლის დანაშაული”

ვრცლად მოუსმინეთ რადიო თბილისის ინტერვიუს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძესთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button