მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში მეათე მსოფლიო რბენის მარათონს სამი გამარჯვებული ჰყავს

საიუბილეო მეათე მსოფლიო რბენის მარათონს სამი გამარჯვებული ჰყავს

5 300 მონაწილიდან ქალებს შორის პირველობა წარმოშობით პოლონელმა დომინიკა სტელმაჩმა მოიპოვა, რომლებმაც 49 კილომეტრი ირბინა.

კაცებს შორის გამარჯვებული ლევან ჩოხელია,რომელმაც 55 კილომეტრზე მეტი ირბინა.
გამაჯვებული ცალკე გამოვლინდა ეტლით მოსარგებლეებს შორის.

პირველობა მოიპოვა ნინო დარბაიძემ. მან 4.7 კილომეტრი ირბინა. გამარჯვებულებმა სიმბოლური საჩუქრები მიიღეს.

მსოფლიო რბენის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მაია აზარაშვილის თქმით, სურვლის შემთხვევაში გამარჯვებულთაგან ორს შეუძლია მომავალ წელს მსოფლიო რბენის მარათონში მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ ქვეყანაში, მგზავრობის ხარჯებს კი ორგანიზატორები დაფარავენ.

გარბენმა კახეთში სათავე აიღო თელავი-ყვარლის გზატკეცილის მე-10 კილომეტრში, ლოპოტის ტბის გადასახვევ ნიშნულთან.

Wings for Life World Run საქველმოქმედო მარათონია, რომელიც ერთდროულად მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება.

საქველმოქმედო გარბენი ყოველ წელს აერთიანებს 6 კონტინენტს ერთი მიზნით – გახდეს ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი. როგორც ორგანიზატორებმა თქვეს, შეგროვილი თანხა ზურგის ტვინის ტრავმების კვლევის ფონდში გადაირიცხება.

გარბენი ყოველ წელს კახეთში ტარდება. 2014 წლიდან 2022 წლამდე საქართველოში 33 000 ადამიანმა ირბინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button