რეგიონი

“თუ ყინვები გაგრძელდება, ხილზე ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება”

“თუ ყინვები გაგრძელდება, ხილზე ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება”- კახეთში ატმისა და გარგარის ბაღები ფუჭდება.
ხეხილის ბაღების მფლობელების ინფორმაციით, ძლიერმა ყინვამ ხეხილზე გამოტანილი კვირტის თითქმის 70 პროცენტი უკვე გაანადგურა.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ უამინდობისა და ყინვების გაგრძელების შემთხვევაში, კვირტი სრულად დაზიანდება და ხილის მოსავალი არ იქნება.

ფერმერები ვარაუდობენ, რომ წელს მოსავლის ნახევარსაც კი ვერ მიიღებენ, რაც ფასების ავტომატურად ზრდის საფუძველი გახდება.

” თბილი ამინდები მიდიოდა და კვირტი გამოვიდა. ამ თოვლმა და ყინვამ, უკვე გამოტანილი კვირტის დიდი ნაწილი დააზიანა. თუ კვირტი ფუჭდება, თავისთავად მოსავალი ვერ მოვა, რაც საფასურს გაზრდის.ცეცხლს ვანთებთ-ხოლმე,.მაგრამ ძლიერი ყინვა იყო და მაინც გააფუჭა. თუ ასე გაგრძელდა, სრულად დაზიანდება და არაფერიც არ მოვა” თქვა ერთ-ერთმა ფერმერმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სონფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელი გურჯაანში გიორგი აბესაძე განმარტავს, რომ ყინვაზე ხეხილის კვირტი ნამდვილად ზიანდება.

” ხეხილის კვირტი-4 გრადუსზე უკვე ზიანდება. თოვლი და უამინდობა მხოლოდ მარცვლეული კულტურებისათვის არის სასარგებლო, როცა მიწა ტენიანდება და მოსავალი უკეთესი მოდის.”- ამბობს აბესაძე.

კვირაზე მეტია კახეთში თოვლი დაბალი ტემპერატურაა და ყინვა – 6 გრადუსამდე აღწევს.
სინოპტიკოსები გამოდარებას 21 მარტვისათვის ელოდებიან.

გარგარი და ატამი კახეთში, თითქმის ყველა ტერიტორიულ ერთეულში მოდის, თუმცა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტის კლიმატური პირობები ყველაზე ხელსაყრელია.

კახეთში ხილის კრეფა, ყოველწლიურად ივნისის თვის პირველ რიცხვებში იწყება.
სეზონზე, მხოლოდ კახეთის რეგიონში, ყოველწლიურად 35-დან 45 ათას ტონამდე ატმის მოსავალი მოდის, და რაც ათასობით ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა.

მსგავსი პოსტები

Back to top button