მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

რატომ გადაიფიქრა „ოცნების“ მხარდამჭერმა „ტრიბუნას“ გაძევება

„ტრიბუნას“ ოფისი

პოლიტიკურ გაერთიანება „ტრიბუნას“ გურჯაანის ოფისიდან ვადაზე ადრე გაძევებას უპირებდნენ, თუმცა, საბოლოოდ გაძევება გადაიფიქრეს. ჰერეთის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მედიის წარმომადგენლების გამოჩენის და პარტიის ოფისიდან გაძევებისას შესაძლო ხმაურის ატეხვის გამო, შენობის მეპატრონე მალხაზ უტიაშვილმა „ტრიბუნას“ წარმომადგენლების „გამოსახლება“ გადაიფიქრა“.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ პარტიის გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელ მალხაზ სიბაშვილს შენობის მესაკუთრემ პარტიისგან ოფისის დატოვება ამ დილით მოსთხოვა.

„დილით მოვარდა მალხაზ უტიაშვილი. მუშტს ურტყამდა კარს და ჩხუბობდა. ჩემზე სუსი ზეწოლას ახორციელებს და აქ ვერ იქნებითო. თანაც სახურავი უნდა შევცვალო და ხელს მიშლითო. ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული ქირავნობაზე, და ფაქტიურად არღვევს და გვაძევებს ხელისუფლებია დავალებით“, – განაცხადა რადიო ჰერეთთან სიბაშვილმა.

მალხაზ უტიაშვილმა დაადასტურა, რომ პარტიის წარმომადგენლებს ფართის დატოვება სხვა პარტიის მიმართ სიმპატიების გამო მოსთხოვა.

„მე ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და არ მინდა, რომ ესენი აქ იყვნენ. ფართი მამაჩემმა მიაქირავა. ერთი თვის ფასი გამორთმეული გვქონდა და მანამდე იმიტომ არ ვუთხარი არაფერი. სიბაშვილი და ამათი კანდიდატი, რომელიც სხვათა შორის, ნასამართლევია, მემუქრებოდნენ“, – განაცხადა უტიაშვილმა.

მალხაზ უტიაშვილი

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პარტიის ხელმძღვანელებმა, ბრიფინგი დაგეგმეს, რომელიც მოგვიანებით გადაიდო. ბრიფინგის გადადების მიზეზი ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, შენობის მესაკუთრის პოზიციის შეცვლა გახდა. მან პარტიის ოფისიდან გაშვება გადაიფიქრა.

პოლიტიკურ გაერთიანება „ტრიბუნას“ მალხაზ უტიაშვილთან ფართის ქირავნობის ხელშეკრულება 2020 წლის 31 დეკემბრამდე აქვს გაფორმებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button