მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანა

მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, დღეს დილიდან რუსეთმა უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რამდენიმე ტალღად მიიტანა სარაკეტო იერიში.

სარდლობის ინფორმაციით, 07:00 საათიდან რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებმა(Ту-95/Ту-160) კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან და როსტოვის ოლქის ვოლგოდონსკის რაიონიდან ისროლეს 50-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა(Х-101/Х-555), საიდანაც 44 გაანადგურეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა.

დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს კიევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნოვიცკის და სხვა ოლქების ენერგოობიექტებზე. აფეთქებები იყო კიევში. როგორც დედაქალაქის სამხედრო რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა -“კიევის რეგიონის მცხოვრებლებო! რეგიონში საჰაერო თავდაცვა მოქმედებს. დარჩით თავშესაფრებში და უსაფრთხო ადგილებში”, – წერს ის.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მასირებული დარტყმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი სარაკეტო დარტყმების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

“დედაქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა. ზოგიერთ რაიონში წყალმომარაგება არ არის. ყველა სერვისი მუშაობს. დაწვრილებით მოგვიანებით“, – წერს ის.მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, რაკეტა სოფელ ნასლავჩას ჩრდილოეთით ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან მახლობლად მდებარეობს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა რამდენიმე სახლში მინები ჩაიმსხვრა.

ამასთან, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ დნესტრის ჰიდროელექტროსადგურს უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც ნასლავჩას ჰიდროელექტროსადგურიდან 10 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button