მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა

პოპულარული ქართველი მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა – ინფორმაცია ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

ეთერ კაკულია ბოლო წლებში მძიმე სენით იყო დაავადებული. მომღერლის მკურნალობამ, რომელიც ისრაელშიც მიმდინარეობდა უშედეგოდ ჩაიარა.

მომღერალი 50 წელზე მეტი საქართველოში მოღვაწეობდა.

გარდაცვალებამდე მან მიმართვაც გაავრცელა, რომელიც 13 ივნისის მოვლენებს მიუძღვნა.

„ჩემო საყვარელო, ყველაზე რჩეულო და სოლიდარულო ერო, მე ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ გიერთდებით. ვწუხვარ, რომ ვარ სნეული და არ შემიძლია, თქვენს გვერდით ვიყო. ვტირი და გული დამიმძიმდა, რადგან ჩემს თბილისს უბედურება დაატყდა. მე დღეს მწუხარების ცრემლთან ერთად სიხარულის ცრემლებს ვღვრი, რადგან ვნახე ქართველობის მტკიცე და ურყევი თანადგომა, ვნახე ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენი მომავლის სიმტკიცეს უზრუნველყოფენ. ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მე ჩემი სიმღერის ფრაზას გულში ვმღერი: ”ისე, როგორც არასოდეს, ახლა უფრო გვწადიან, ქართველებმა ერთმანეთი, შევიყვაროთ ძალიან, ერთიანი საქართველო, ჩვენი სალოცავია”. ჩემო ახალგაზრდებო, შეიძლება მე ვერ მოვესწრო, მაგრამ იმედიანად ვარ, რადგან თქვენი ძალისხმევით ჩვენ გვექნება ერთიანი და ძლიერი საქართველო. მე ვწუხვარ და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, გამძლეობა და ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ. მიყვარხართ ქართველებო! თქვენი ეთერ კაკულია“, – ნათქვამია მიმართვაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button