სპორტი

„ბარსელონამ“ მესის გარეშე ვერ მოიგო

ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში კატალონიელები ნოუ-კამპ-ზე „ეიბარს“ შეხვდნენ და დაზავდნენ.

პირველი გოლი სტუმრებმა მეორე ტაიმის დებიუტში გაიტანეს. კიკეს გოლს დემბელემ ზუსტად 10 წუთში, მატჩის 67-ე წუთზე უპასუხა.

იმის მიუხედავად, რომ ლიდერის, ლიონელ მესის გარეშე თამაშობდნენ, „ბარსას“ ფეხბურთელებმა შეხვედრის მიწურულს მეტოქის საჯარიმოში ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს. ვერც ამან უშველა ლურჯ-წითლებს და მატჩის საბოლოო ანგარიში ფრე 1:1 დაფიქსირდა.

კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი როლანდ კუმანი შედეგით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ მისი გუნდი მოგებას იმსახურებდა.

შეგახსენებთ, რომ ლა-ლიგაში „ბარსელონას“ 15 თამაშის შემდეგ 25 ქულა აქვს.

ესპანური გრანდი სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციაზე დგას.

მსგავსი პოსტები

Back to top button