მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ჯარმა მტრის დარტყმები მოიგერიეს-ოკუპანტების 206 200-მდე ჯარისკაცი მოკვდა

რუსებმა 480 ჯარისკაცი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაკარგეს

რუსულმა ძალებმა ფრონტზე უკრაინის პოზიციებზე თავდასხმის 25 მცდელობა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებები ფრონტის ხუთი მიმართულებით – კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით მიმდინარეობდა.

„ფრონტის კუპიანსკის სექტორზე, რუსული ძალები ცდილობდნენ გაეუმჯობესებინათ ტაქტიკური პოზიცია მასიუტოვკას რაიონში შეტევის განხორციელებით. ლიმანის მიმართულებით, ოკუპანტებმა წარუმატებლად შეუტიეს უკრაინულ პოზიციებს ბელოგოროვკას მიდამოებში“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგემ წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ქალაქ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით. ავდიივკას მახლობლად, შეტევითი მოქმედებები განხორციელდა პერვომაისკის მიმართულებით, მაგრამ მოწინააღმდეგემ წარმატებას ვერ მიაღწია.

„მარინკას მიმართულებით, უკრაინელმა მებრძოლებმა მტრის მრავალი შეტევა მოიგერიეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 27 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 206 200
​ტანკი – 3 799
ჯავშანტექნიკა – 7 442
საარტილერიო სისტემა – 3 406
სარაკეტო სისტემა – 572
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 329
თვითმფრინავები – 310
ვერტმფრენი – 296
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 941
საკრუიზო რაკეტები – 1 025
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 172
გემი/ნავი/კატარღა – 18
​ სპეციალური აღჭურვილობა – 449.

მსგავსი პოსტები

Back to top button