საქართველოსიახლეები
მმართველი გუნდის ერთი თვის ხელფასი კორონავირუსის საწინააღმდეგო ფონდში გადაირიცხება

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსის წინააღდმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს სოლიდარობის აქტი 105 ადამიანს, 93 დეპუტატს და მთავრობის 12 წევრს აერთიანებს.