მნიშვნელოვანი

ანსამბლმა “რუსთავმა” ევროსაბჭოში „ჩაკრულო“​​ შეასრულა

სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლამდე, ანსამბლმა ,,რუსთავმა” სხდომათა დარბაზში ,,ჩაკრულო” შეასრულა. შეგახსენებთ, წელს, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებიდან 20 წელი შესრულდა.

,,რუსთავის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 9 აპრილს, ანსამბლის წევრები ფრანგ და ჰოლანდიელ ემიგრანტებს შეხვდნენ.

,,გადაწყდა, რომ ჰოლანდიაში შეიქმნება ანსამბლ “რუსთავის” ფან-კლუბი, რომლის მიზანია საქართველოს და ქართულ კულტურას ევროპასა და მსოფლიოში პოპულარობა გაუწიოს“, – ნათქვამია ანსამბლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

11 აპრილს, სტრასბურგის კათედრალში ანსამბლ ,,რუსთავის” კონცერტია დაგეგმილი.


მსგავსი პოსტები

Back to top button