მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 100- მდე გაიზარდა

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დღეს რეგიონში კოვიდ – 19- ით, 4 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილები საგარეჯოს, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებიდან არიან.
პაციენტები საგარეჯოსა და თელავის კოვიდ კლინიკებში მკურნალობდნენ.

ექიმების განმარტებით, მათი.მდგომარეობა კლინიკებში შეყვანისთანავე რთული იყო.
გარდაცვლილების ასაკი 70- დან 86 წლამდეა.

ბოლო 24 საათში, კახეთში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიოლოგებმა ინფიცირებულების 70 კონტაქტი გამოავლინეს და თვითიზოლციაში გადაიყვანეს.
მთლიანად რეგიონში, კოვიდ- 19- ის 10 549 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 1 209 მოქალაქე , მათ შორის 1 075 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 6 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 128 იმყოფება კოვიდ- კლინიკაში.

თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 758- ია, ხოლო თვითიზოლაციიდან 175 ადამიანი მოიხსნა.
დღეს კახეთში, კორონა ვირუსისგან 158 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button