რეგიონი
ყვარელში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანას შეეჯახნენ

ყვარელში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანას შეეჯახნენ-ერთი ადამიანი მძიმედაა დაშავებული.
შემთხვევა ყვარლის ცენტრში ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გზაჯვარედინზე ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და ერთ-ერთი კერძო კომპანიის კუთვნილი მანქანები შეეჯახნენ.
ძლიერი შეჯახების შედეგად, კომპანიის ავტომობილის ერთმა მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
დაშავებული ყვარლის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმდებები.