ქაბულში დანაღმული ავტობუსი ააფეთქეს

ავღანეთის დედაქალაქში ავტობუსის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. როგორც სააგენტო Khaama Press გვაცნობებს, აფეთქება ქაბულის საქმიან ცენტრში ერთ-ერთ სამთავრობო შენობასთან მოხდა.

სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქების სამიზნე ავტობუსი გახდა, რომელშიც ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისხდნენ. სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ავტობუსი დანაღმული იყო.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია.

აღსანიშნავია, რომ 9 აპრილს ქაბულის დიპლომატიურ უბანში რამდენიმე აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ დატოვა, რომელიც ავღანეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button