მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში გიორგი გახარიას მხარდამჭერებმა პირველი ფრაქცია შექმნეს

ყოფილი პრემიერ- მინისტრის, გიორგი გახარიას მხარდამჭერებმა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია შექმნეს. საკრებულოში ფრაქცია ” ქართული ოცნება – კონსერვატორები” აღარ იარსებებს და მას “თელავი – საქართველოსთვის” ერქმევა.

ფრაქციაში გაწევრიანდა, საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, გიგა ორკოდაშვილიც.

” ფრაქციაში სამი წევრი იყო. ერთმა მათგანმა, დავით გოგოშვილმა დატოვა ფრაქცია. დარჩნენ მაია მარკოზაშვილი და გიორგი ქიზიყელაშვილი, რომლებსაც მეც შევუერთდი. ჩვენ მზად ვართ, კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება გავუწიოთ ამომრჩეველს და შევასრულოთ დეპუტატის ფუნქცია”- განაცხადა ორკოდაშვილმა, რადიო ჰერეთთან.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო პირველი წარმომადგენლობითი ორგანოა კახეთში, სადაც გახარიას მომხრეებმა საკუთარი ფრაქცია შექმნეს.

თავდაპირველად, თანამდებობა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ორკოდაშვილმა დატოვა.
საკრებულოს ორი წევრი, გახარიას გუნდს, მოგვიანებით შეუერთდა.

კახეთში, ყოფილი პრემიერის პარტიას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ – ერთი კომისიის წევრიც შეუერთდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button