რეგიონი
წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომელმა წალენჯიხის ცენტრში ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა

სისხლიანი გარჩევა მოხდა წალენჯიხაში.
ცნობილი ხდება, რომ არსებული ინფორმაციით,წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომელმა ირაკლი ეგიამ, წალენჯიხის ცენტრში ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა.
ერთ-ერთი დაჭრილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
ერთ-ერთი ვერსიით მსუბუქად დაჭრილი მამაკაცი ეგიასფან მომხდარიდან ორ დღეში, საქმის გასარჩევად ისევ მივიდა, რასაც ამჯერად ქალაქის ცენტრში ეგიას მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლაც მოჰყვა.
მომხდარზე დუმს პოლიცია.
მერიაში ეჭვობენ, რომ პოლიციის დუმილი მფარველობას უკავშირდება, ვინაიდან ირაკლი ეგია ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას გვერდითა მეზობელია.
მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევენ.