მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას, უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მას უკრაინაში ომის “დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ” მოუწოდა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის მნიშვნელობას.

მან ასევე “მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ პუტინს მისი პოზიტიური პოზიციისთვის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაფართოებასთან დაკავშირებით”.
გუშინ კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. კრემლის ცნობით, ერდოღანმა განაცხადა, რომ ესმის “რუსეთის მხარის პრინციპული პოზიციის, მიაღწიოს შეთანხმების მეორე ნაწილის სრულ განხორციელებას – მოიხსნას ბარიერები რუსეთის აგრიკულტურულ პროდუქტებზე“.

რუსეთმა შავი ზღვის შეთანხმების გაგრძელების პირობებზე გასულ კვირაში ისაუბრა. პუტინის თქმით, თუ ეს პირობები არ დაკმაყოფილდება მოსკოვი აფრიკის ქვეყნებს მარცვლეულს უფასოდ გაუგზავნის.

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება გაგრძელდა გასულ კვირას. შეთანხმებას თავდაპირველად გასულ ზაფხულს კიევმა და მოსკოვმა გაეროს ეგიდით მოაწერეს ხელი.

კრემლის ცნობით, პუტინ-ერდოანმა ტელეფონით სირიაში არსებული ვითარებაც განიხილეს. მათ ხაზი გაუსვეს “თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელების აუცილებლობას” და “რუსეთის, როგორც შუამავლის კონსტრუქციულ როლს”.

მსგავსი პოსტები

Back to top button