კრიმინალი

მერის რწმუნებული კონტრაბანდისთვის დააკავეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მერის რწმუნებული ბაჩანა ქავთარაძე კონტრაბანდული სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ზესტაფონში დააკავეს.

რადიო თბილისის ინფორმაციით, ქავთარაძეს სავარაუდოდ დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტი თბილისში სარეალიზაციოდ გადაჰქონდა.

როგორ და საიდან გადმოქონდა მას კონტრაბანდული საქონელი, უცნობია.

ფინანსურ პოლიციაში რადიო თბილისს განუცხადეს, რომ აღნიშნული არ არის საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად ვერ გასცემენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button