“კახეთში 98 000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა”

1-ლი ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით, კახეთის რეგიონში 98 000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.

როგორც რადიო “ჰერეთს” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 67 მილიონ ლარს მიაღწია. რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ღვინის ქარხნებში ყურძენი 12 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button