მიუხედავად კიევის წინსვლისა ოკუპანტყები კვლავ ბომბავერნ უკრაინის ტერიტორიებს

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადამინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, გუშინ ღამით რუსებმა ხერსონი 46-ჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
“რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ტერიტორია 46-ჯერ დაბომბეს. გასული დღის განმავლობაში, რუსული დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხერსონის რეგიონის კიდევ 2 მცხოვრები სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა”, – თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
იანუშევიჩის თქმით, რუსი ოკუპანტები იყენებდნენ არტილერიას, MLRS-ის რაკეტებს, ნაღმტყორცნებს და ტანკებს.
უკრაინის ცნობით, რუსული ძალების მხრიდან თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი უბნები დაზარალდა. მტრის ჭურვები მოხვდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, კერძო სახლებსა და საცხოვრებელ კორპუსებს.
რუსეთის ძალები ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით შეტევით მოქმედებებს ახორციელებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე ასევე ცდილობს, გაიუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა კუპიანსკის მიმართულებით. გენშტაბში ასევე აღნიშნავენ, რომ მისი ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების დაკავებაზე, თუმცა წარუმატებლად.
9 იანვარს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს თავდასხმები. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა 8 სარაკეტო და 31 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, 63-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქების – ხარკოვის, ხერსონის, კრამატორსკის, ასევე ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში.
უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღე-ღამის განმავლობაში მტრის პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის კონცენტრაციის 18 რაიონზე მიიტანა იერიში, სამი დარტყმა განახორციელა რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ორი სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვოტროიცკის საავადმყოფოში 2023 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 120 ოკუპანტი მიიყვანეს.
რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს. დაღუპულია ორი ადამიანი.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეზე, კირილ ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სარაკეტო დარტყმა ქალაქზე. ოკუპანტებმა დაარტყეს საგზაო ნაწილს და ავტომობილს ხალხით. ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა“, – აღნიშნავს ტიმოშენკო.
უკრაინაში ომის 321-ე დღეა მძიმე ბრძოლები კვლავ გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქის დასახლებებზე 94 იერიში განახორციელეს.
სარაკეტო დარტყმა განხორციელდა გვიან ღამით დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზეც. ჭურვი მანქანას დაეცა და ორი ადამიანი გარდაიცვალა.
რუსულმა ძალებმა ხერსონში საცხოვრებელი კვარტალიც დაბომბეს, ამ დროისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. დაიბომბა მიკოლაევის ოლქის ქალაქი ოჩაკოვიც, დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.
რუსულმა ძალებმა ქალაქ სოლედარის დასაკავებლად მცდელობები განაახლეს. სოლედარი დიდი ხანია რუსეთის სამიზნეა და მის დაკავებას ცდილობს. ბოლო თავდასხმის მიუხედავად ადგილზე კონტროლი უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსული ძალები ქვეყანას სამი ძირითადი – ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით უტევენ.
გენშტაბის ცნობითვე, რუსეთი ცდილობს ტაქტიკური მდგომარეობა კუპიანსკის მიმართულებით გაიუმჯობესოს. გენშტაბში ასევე აღნიშნავენ, რომ ოკუპანტების ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების დაკავებაზე, თუმცა წარუმატებლად.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგემ 8 სარაკეტო და 31 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ასევე, 63-ჯერ დაბომბა უკრაინის ტერიტორია მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქების ხარკოვის, ხერსონისა და კრამატორსკის და მიკოლაივის ოლქის ქალაქ ოჩაკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გენშტაბის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე თანამედროვე ხომალდმა, რომელიც აღჭურვილია მოწინავე ჰიპერბგერითი რაკეტებით, წვრთნები ჩაატარა ნორვეგიის ზღვაში.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრეგატმა “ადმირალ გორშკოვმა” ჩაატარა საჰაერო თავდაცვის წვრთნები, მტრის საჰაერო დარტყმების მოგერიების პრაქტიკა ზღვაზე რთულ ამინდის პირობებში.
ეკიპაჟი ვარჯიშობდა გემის მანევრირებაზე, სამიზნე დანიშნულების მონაცემების გადაცემასა და მიღებაზე და ბორტზე იარაღის განლაგებაზე.
გასულ კვირას პრეზიდენტმა პუტინმა გაგზავნა ფრეგატი ატლანტის ოკეანეში ახალი თაობის ჰიპერბგერითი საკრუიზო რაკეტებით, რაც სიგნალი იყო დასავლეთისთვის, რომ რუსეთი არ აპირებს უკან დახევას ომის გამო.